ანჯელინა ჯოლის ფოტოსესია ფუტკრებთან ერთად - ფოტო
ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ ფუტკრებთან ერთად ფოტოსესია გამართა.
ფოტოსესია მიზნად ისახავდა ფუტკრების გადაშენების პრობლემას და მასზე ყურადღების გამახვილებას. ფოტოები და ვიდეოები National Geographic-მა გამოაქვეყნა.
"გადასაღებ მოედანზე ყველას, ანჯელინას გარდა, დამცავი კოსტუმები ეცვა. ეს ფოტოსესია იყო ძალიან მშვიდი და ბნელი, რომ ფუტკრებს არ ენერვიულათ. ანჯელინა 18 წუთის განმავლობაში ფუტკრებთან ერთად გაუნძრევლად იდგა", - განაცხადეს პროექტის ორგანიზატორებმა.
ფოტოსესიამ წარმატებით ჩაიარა. ჯოლისთვის არცერთ ფუტკარს არ უკბენია.
National Geographic-ის ცნობით, ფუტკრების პოპულაციამ სწრაფად დაიწყო შემცირება, რამაც, შესაძლოა, კაცობრიობის შიმშილი გამოიწვიოს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ანჯელინა ჯოლი მხარს უჭერდა იუნესკოს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს 2025 წლისთვის ფუტკრების რაოდენობა 125 მილიონით გაიზარდოს.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"