"ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს, არა, არა და არა"- ალეკ ბოლდუინი
ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ABC-სთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს საიდან მოხვდა ნამდვილი ტყვიები გადასაღებ მოედანზე.
ბოლდუინის თქმით, ის არასდროს არავისკენ მიმართავდა იარაღს და ჩახმახისთვის ხელი არ გამოუკრავს.
„ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს. არა, არა, არა და არა. იარაღს არასდროს არავისკენ მივმართავდი და ჩახმახს არ გამოვკრავდი. ინსტრუქტაჟის დროს, როცა მე საქმიანობა ამ სფეროში დავიწყე, მასწავლეს, რომ არასოდეს გამოვკრა ჩახმახს ხელი. მითხრეს, რომ ეს ცეცხლსასროლ იარაღს აზიანებდა და ამას არასოდეს ვაკეთებდი“, -განაცხადა მან.
მსახიობმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტის გამო მისი დაკავება ნაკლებად სავარაუდოა.
”მე კვალიფიცურმა ადამიანებმა მითხრეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დანაშაულისთვის ბრალი წამიყენონ და დამაკავონ”, - თქვა მან.
ბოლდუინმა ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორი, ჰალინა ჰატჩინსი გაიხსენა და თქვა, რომ ის ძალიან კარგი ადამიანი იყო.
„ის იყო ადამიანი, რომელიც უყვარდა ყველას, ვინც [მასთან] მუშაობდა, ის ყველას უყვარდა. და ყველა მისით აღფრთოვანებული იყო... ახლაც მიჭირს დაჯერება, რომ ის წავიდა”, -განაცხადა მსახიობმა.
შეგახსენებთ, გასულ თვეში აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნის გადასაღებ მოედანზე, ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი - დაიჭრა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
სიახლეები
- "წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი - შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები"
- ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს
- “ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის