ოქროს გლობუსის წამყვანი ვარსკვლავებს: არ ხართ იმ მდგომარეობაში, საზოგადოებას რამე ასწავლოთ
ოქროს გლობუსის რიგით 77-ე დაჯილდოება ინგლისელი კომიკოსი, მწერალი და მსახიობი რიკი ჯერვაისი იყო, რომელმაც ჩვეული იუმორით მთელ ჰოლივუდსა და თითქმის ყველა სტრიმინგ კომპანიას დასცინა.
ჯერვაისს ოქროს გლობუსის დაჯილდოება წელს მეხუთედ მიჰყავდა.
"ძალიან კმაყოფილები იქნებით, როცა გაიგებთ, რომ ბოლო შემთხვევაა, როდესაც ოქროს გლობუსის დაჯილდოება მიმყავს. აღარ მაინტერესებს [გეწყინებათ, თუ არა]. ვხუმრობ... არც არასდროს მაინტერესებდა,"- თქვა ჯერვაისმა.
მან ჰოლივუდის მსახიობებსა და რეჟისორებს მოუწოდა, რომ ჯილდოს აღების შემთხვევაში პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთონ.
"თუკი დღეს ჯილდოს მიიღებთ, არ გამოიყენოთ ეს პლატფორმად პოლიტიკური სიტყვის წარმოსათქმელად. თქვენ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ საზოგადოებას რამე ასწავლოთ. თქვენ არაფერი იცით ნამდვილ სამყაროზე. თუკი მოიგებთ, მიიღეთ თქვენი ჯილდო, მადლობა გადაუხადეთ თქვენს აგენტს, თქვენს ღმერთს და გაა***თ. ბევრმა თქვენგანმა სკოლაში იმაზე ნაკლები დრო გაატარა, ვიდრე გრეტა თუნბერგმა,"- თქვა ჯერვაისმა.
7-წუთიანი მონოლოგის განმავლობაში ჯერვაისი აბსოლუტურად ყველა მსახიობს, რეჟისორსა თუ სცენარისტს შეეხო, რამაც რამდენიმე შემთხვევაში დარბაზში უხერხულობა გამოიწვია. NBC Entertainment-ს, რომელსაც დაჯილდოვების პირდაპირი ეთერი ჰქონდა, ორჯერ დასჭირდა ჯერვაისისთვის ცენზურის დადება.
სიახლეები
- შემწვარი გოგრა
- “გინდა ციხეში იყვნენ, გინდა ციხის გარეთ, არც ერთი ფორმით ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი წარმატების შანსი, ნურავინ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ” - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
- “ნარკორეალიზატორების დაკავება, ფსიქოტროპულების იმპორტის აკრძალვა კერძო სუბიექტების მიერ, ჩანაცვლებითი თერაპიის პრაქტიკის დახვეწა, ნარკოტიკების ამოღების მასშტაბები – ეს ყველაფერი აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას” - ირაკლი კობახიძე
- 4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
- “მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე; როდესაც მე შარშან იმავეს ვამბობდი, ქ.-ნი სალომე აცხადებდა, ერთობა არის შემოგდებული თემაო” – სააკაშვილი