COVID-19-ით ინფიცირებული აიშვარია რაი კლინიკაში გადაიყვანეს
ბოლივუდის ვარსკვლავს, ყოფილ "მის მსოფლიოს“, აიშვარია რაის, COVID-19 დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაუდგინდა და მას სახლში მკურნალობდნენ, თუმცა ვირუსის დადასტურებიდან ერთი კვირის შემდეგ, მსახიობის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
ამის შესახებ BBC წერს.
კორონავირუსითაა ინფიცირებულია აიშვარიას გოგონა, არადიაც. დედა-შვილს მუმბაის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობენ.
COVID-19- ის დიაგნოზით რამდენიმე დღეა კლინიკაში არიან მოთავსებულნი აიშვარია რაის ქმარი და მამამთილიც. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა "საშუალო სირთულისაა".
ჯერჯერობით უცნობია ოფიციალური ინფორმაცია თავად აიშვარიასა და მისი ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა ვინაიდან კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, მედიაში ვარაუდობენ, რომ ვირუსული მდგომარეობა შედარებით დამძიმდა.
სიახლეები
- ზუგდიდში, მართვის მოწმობის გამოცდაზე 6-ჯერ ჩაჭრილი მოქალაქე, გამომცდელს დანით დაემუქრა
- მომდევნო 1 კვირის ამინდის პროგნოზი
- პარლამენტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 ოქტომბრისთვის
- ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ეუთო ინფორმაციას ავრცელებს