შერონ სტოუნის სულისშემძვრელი მიმართვა
ჰოლივუდელი მსახიობი შერონ სტოუნი "ინსტაგრამში" სულისშემძვრელ მიმართვას ავრცელებს და მისი ოჯახის ტრაგედიაზე ღიად საუბრობს.
მისი და და სიძე ახალი კორონავირუსით საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა სტოუნს მათი გადარჩენის იმედი არ აქვს, რადგან, მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემაში აშშ-ის მონტანას შტატში სრული კატასტროფაა.
"მონტანაში შენ ვერ აგიღებენ ტესტს, თუ სიმპტომები არ გაქვს, შემდეგ კი პასუხს 5 დღე ვერ იღებ. ასევე ადამიანები, ვისთანაც ისინი კონტაქტობდნენ, მაგალითად დედაჩემი, რომელსაც ორი ინფარქტი აქვს გადატანილი ბოლო 5 თვის განმავლობაში, ტესტი ვერ ჩაიტარა, რადგან მას სიმპტომები არ ჰქონდა. არადა შესაძლოა, ის ასიმტომური მატარებელი იყოს, რომელმაც მათ COVID გადასდო", - ამბობს მსახიობი.
შერონ სტოუნის თქმით, ტესტებს ვერც საავადმყოფოში მომუშავე მედდები იტარებენ, რომლებიც მის დას და სიძეს, ასევე სხვა პაციენტებს უვლიან, რადგან მათთვის ტესტები განკუთვნილი არ არის. მსახიობი ამბობს, რომ ეს მედდები საკუთარ თავს რისკის ქვეშ აყენებენ, ტესტირებას კი ვერ გადიან.
მსახიობი ხაზს უსვამს, რომ საავადმყოფოში არსებული აუტანელი სტრესის ფონზე ადამიანები სასამართლოში ჩივიან და ამბობენ, რომ მათი უფლებაა, არ ატარონ პირბადე. ამასთან, მონტანაში კი ისეთი ვითარებაა, რომ გუბერნატორი შერონის ზარებს არ პასუხობს, ჯანდაცვის დეპარტამენტი კი ყურმილს უკიდებს.
"თქვენ ქვეყნის შუაგულში, შესაძლოა, კოვიდით მოკვდეთ. თქვენ გამშვიდებენ, რომ გარდაცვალების რისკი მცირეა. მაგრამ მე გეტყვით რა ხდება. ბებიაჩემი კოვიდით მოკვდა. ჩემი ნნათლია მოკვდა კოვიდით. ჩემი და და მისი ქმარი იბრძვიან სიცოცხლისთვის. ჩემი და ცუდათაა. მას "რემდესივერი" ვერ მისცეს, სანამ ის საავადმყოფოში არ მივიდა. ასეთია კანონი. მათ არავინ ეხმარებოდა, როდესაც სახლში მარტო იყვნენ. იმიტომ, რომ არ არიან მედდები, რომლებიც სახლში მოვლენ. მათთვის ტესტი არ არსებობს. როდესაც ამბობენ, რომ მედდებისთვის ტესტები საავადმყოფოში არის, ისინი იტყუებიან", - ამბობს შერონ სტოუნი.
ცნობილი მსახიობის თქმით, ადამიანები კვდებიან და სიცოცხლისთვის იბრძვიან, ჯანდაცვის სამსახურები კი უმოქმედოა და ზარებს არ პასუხობენ, ან თიშავენ.
შერონ სტოუნის თქმით, ერთადერთი, რასაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია, არჩევნებში ხმის მიცემაა, ამიტომ ის ყველას მოუწოდებს, ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს დაუჭიროს მხარი.
სიახლეები
- “ვითომ შეწყალება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ამბავი იყო, მოიფიქრეს, რომ ვითომ გაგვაბანძონ - არჩევნებში უნდა გადავანგრიოთ და გადავლეწოთ „ქართული ოცნება“, ახლა უფრო ომახიანად” - ალეკო ელისაშვილი
- “ბურჭულაძე და ხაბეიშვილი საოცარი „პარაა“, ზიტა და გიტა - ვინც კანონის წინააღმდეგ წასვლას გაბედავს, კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრად იქნება დასჯილი” - კახა კალაძე
- საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ EUROBASKET 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის ჩარტერული რეისები დანიშნა
- “როცა წინასაარჩევნო კამპანიაა და ვაიპოლიტიკოსებს პრეტენზია აქვთ, რომ მათ ვინმე დევნის, აი ბურთი და მოედანი, გამობრძანდი და შესაბამისი შედეგი დადე” - გურამ მაჭარაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეს
- “თუ მათ არ აქვთ შეწყალების სურვილი, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალეთ” - კახა კალაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე