ფასები ასტრონომიულადაა გაზრდილი - ირაკლი კოვზანაძე
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ინფლაციასთან დაკავშირებით მდგომარეობა არის რთული და აუცილებელია ინფლაცია დაითრგუნოს.
როგორც მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, დღეს ქვეყანაში ორი მთავარი გამოწვევაა -კოვიდინფექცია და ინფლაცია.
„ინფლაციასთან დაკავშირებით მდგომარეობა არის რთული. გასული წლის დეკემბრიდან მე ამ საფრთხეებზე ვსაუბრობდი. ფასების ზრდის რისკზე ვსაუბრობდი, ვპროგნოზირებდი. დღეს ეს პროგნოზი, სამწუხაროდ, რეალობა გახდა. ფასები არის ასტრონომიულად გაზრდილი და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, თითოეულ ჩვენგანს, ასევე საქართველოს ეკონომიკას. საჭიროა და აუცილებელია მეტი კოორდინაცია, უფრო ხისტი, მკვეთრი და დროული გადაწყვეტილებები მონეტარული ხელისუფლების მხრიდან და ინფლაცია უნდა დაითრგუნოს. ეს არის აუცილებელი. ჩვენს წინაშე ორი მთავარი გამოწვევაა - კოვიდინფექცია და ინფლაცია. როგორ გავუმკლავდებით ამ ორ პრობლემას, ამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების და ეკონომიკის მომავალი,“ - განაცხადა კოვზანაძემ.
სიახლეები
- იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
- ,,როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სამწუხაროდ, BBC-ის შემთხვევაშიც ვხედავთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის მცდელობას” – ნინო წილოსანი
- 2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ირაკლი კუპრაძეს მინდა ვუთხრა: თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში!"- ალეკო ელისაშვილი