დეკემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.
2021 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 223.7 ლარი იყო, დეკემბერში ეს მაჩვენებელი 0.2 თეთრით შემცირდა, ჯამში კი 223.5 ლარი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 0.1 თეთრით არის შემცირებილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 198.0 ლარს შეადგენს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.
სიახლეები
- "სამარცხვინო რეზოლუციით ქართველ ხალხს გვითხრეს, გავათავისუფლოთ კრიმინალი სააკაშვილი და დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ეს ქვეყანა სიცოცხლის ფასად გადაარჩინა"
- "ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციაზე, რომელსაც 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, რეზოლუციის ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან მორიგი თაღლითობა და შანტაჟია"
- "ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის" - ემანუელ მაკრონი
- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებენ
- ევროპარლამენტი სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითხოვს