რუსეთის რამდენი მოქალაქე ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ბევრ ქვეყანაში სანქციები დაუწესდათ სხვა და სხვა მიმართულებით, მათ შორის ქონების შეძენაზე.
საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებულია 20 993 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უძრავი ქონება.
,,სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაცნობებთ, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებულია 20 993 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე პირი, მათ შორის 10 411 პირი რეგისტრირებულია ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების) მესაკუთრედ".
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ 45 100-ს მიაღწია, რაც საქართველოში შემოსულების 18%-ს შეადგენდა. ამას გარდა, წინა თვესთან შედარებით, 68.8%-ით გაიზარდა შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა.
სიახლეები
- ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს
- საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
- ,,განცხადებები, რომლებიც კეთდება ბრიუსელის მხრიდან, ძირს უთხრის საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებს"- მაკა ბოჭორიშვილი
- ,,ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში, პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ, რომ დააზიანონ საქართველოს ინტერესები"- მაკა ბოჭორიშვილი
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ,,ჰანის მარანს” საწარმოო პროცესი შეუჩერა