ამ გვერდის ამობედვა

"მოლოდინები გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ფასებისა და ინფლაციის შემცირება უნდა გაგრძელდეს მომდევნო თვეებშიც"

ფასების შემცირება და ინფლაციის შემცირება უნდა გაგრძელდეს მომდევნო თვეებშიც და არსებული პროგნოზებით, ინფლაციის მაჩვენებლი განსაკუთრებით უნდა დაუახლოვდეს 2023 წლის მეორე კვარტლის მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც არის 3% , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ინფლაცია საქართველოში შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

 

რაც შეეხება საწვავს, მისი თქმით, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე საწვავთან მიმართებაში ფასის შემცირება ფიქსირდება, რაც გარკვეული დროის შემდეგ ასახვას ჰპოვებს საქართველოში.

 

„თქვენ იცით, რომ ინფლაცია მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალი რჩება, საქართველოში ბოლო ორი თვის განმავლობაში შემცირების ტრენდით ხასიათდება, შემცირების მიმართულებით იცვლება, მათ შორის გარვეულ პროდუქტებთან მიმართებაში არის ცვლილება. ეს ბუნებრივია, დამოკუდებულია პროდუქტებზე, რომლებიც საერთაშორისო ბირჟებზე და საერთაშორისო ბაზრებზე ივაჭრება. მისი ფასის კვოტირება სწორედ იქ დგება და შესაბამისი ცვლილებების ასახვა ხდება შესყიდვის დროს ქვეყანების მიხედვით.

 

ჩვენ სახეზე გვაქვს, რომ სურსათის საფასო ინდექსი ბოლო სამი თვის განმავლობაში მუდმივად შემცირებით ხასიათდება. გარკვეულწილად, შემცირება ფიქსირდება ბოლო დღეების და კვირეების განმავლობაში საწყვავთან მიმართებაშიც საერთაშორისო ბაზრებზე და ეს, გარკვეული დროის შემდეგ ასახვას ჰპოვებს მათ შორის, საქართველოში, ფასების დონესთან მიმართებაში.

 

ამ მიმართულებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის მოცემულობა, რაც ფასების შემცირების მიმართულებით გვაქვს, უნდა გაგრძელდეს იმ სტატისტიკის მიხედვით, რა სტატისტიკაც ბოლო პერიოდში გვაქვს, თუმცა ასევე, ყველა ვხედავთ რა რისკები არსებობს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და ძალიან რთულია ზუსტი პროგნოზების გაკეთება თუ რა შეიძლება შეიცვალოს და რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე. ყოველ შემთხვევაში ის მოლოდინები, რაც ბოლო სამმა თვემ აჩვენა, გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ფასების შემცირება და ინფლაციის შემცირება უნდა გაგრძელდეს მომდევნო თვეებშიც და დღეს არსებული პროგნოზებით, ინფლაციის მაჩვენებლი განსაკუთრებით უნდა დაუახლოვდეს 2023 წლის მეორე კვარტლის მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც არის 3%“, - განაცხადა ხუციშვილმა.

წაკითხვა 202 ჯერ