,,სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა"- მასატო კანდა
სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა – ეს საუკეთესო „დაზღვევაა“ გარე შოკების წინააღმდეგ – წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა სოციალურ ქსელ X-ზე, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრთან და ADB-ის მმართველთა საბჭოს წევრთან, ლაშა ხუციშვილთან. 2007 წელს ADB-ში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გავუწიეთ და დღემდე ვრჩებით ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად. სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა – ეს საუკეთესო „დაზღვევაა“ გარე შოკების წინააღმდეგ.
ჩვენ, ასევე, განვიხილეთ საქართველოს პოზიციის გაძლიერების შესაძლებლობები შუა დერეფანში ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების მიმართულებით. სიამოვნებით მოვისმინე ინოვაციურ და გარდამტეხ პროექტებზე, რომლებიც ADB-ის საქართველოში წამყვან საფინანსო განვითარების ინსტიტუტად აქცევს, მათ შორისაა, ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციები. ერთად გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს ეკონომიკური პროგრესისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხარდასაჭერად“, – წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა.
სიახლეები
- ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს
- საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
- ,,განცხადებები, რომლებიც კეთდება ბრიუსელის მხრიდან, ძირს უთხრის საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებს"- მაკა ბოჭორიშვილი
- ,,ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში, პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ, რომ დააზიანონ საქართველოს ინტერესები"- მაკა ბოჭორიშვილი
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ,,ჰანის მარანს” საწარმოო პროცესი შეუჩერა