მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია მცხეთა-მთიანეთში
23 ოქტომბერს, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) ორგანიზებით გაიმართა მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია მცხეთის მუნიციპალიტეტში.
ახალგაზრდებმა ჩაატარეს საბიუჯეტო და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონიტორინგი მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, შეაფასეს საბიუჯეტო პროცესები, აგრეთვე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტიანობა და მოამზადეს რეკომენდაციები.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, აგრეთვე ახალგაზრდებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან. მათ შეაფასეს ახალგაზრდების თანამონაწილეობა ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირების პროცესში.
შეხვედრა ჩატარდა უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, კერძოდ უზრუნველყოფილი იყო დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი და პირბადის ტარება მთელი ღონისძიების განმავლობაში.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში - ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის - გაიმართა, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
სიახლეები
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე
- რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- "9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა"
- "ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას" - პარტია „გახარია საქართველოსთვის“