ამ გვერდის ამობედვა

" უბრალოდ, ვაუ, „უსასრულო ქართული კულტურა - მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“, გაოგნებულები ვართ" - ITB Berlin-ი

ITB berlin-ი გამოფენის ოფიციალური მასპინძლის, საქართველოს გალა-მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„უბრალოდ: ვაუ! „უსასრულო ქართული კულტურა – მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“ – რა შთამბეჭდავი მოგზაურობაა კავკასიის ქვეყნის კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაში!

 

ეთნოჯაზი, ელექტრონული ჰანგები, კლასიკური და ტრადიციული მუსიკა, სუხიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტის, რუსთავის ანსამბლის ტრადიციული ქართული მრავალხმიანობის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის წარმოდგენები და მრავალი სხვა.

 

გაოგნებულები ვართ!

 

აღმოაჩინეთ საქართველოს უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს შთამბეჭდავ პავილიონში ITB Berlin-ზე“, – წერს ITB Berlin-ი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

წაკითხვა 283 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 07 2023