ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, რომელიც არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხებოდა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები არ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება, კოლეგიის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
კერძოდ, კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა და კომისიის წევრების პასუხისმგებლობა, რითაც საქალაქო და რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საიას“ და კოალიცია „ჩემი ხმის“ ჯამში 20 სარჩელი სააპელაციო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში განიხილებოდა.
„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, რომელიც არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხებოდა. მიუხედავად წარდგენილი მტკიცებულებებისა, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საია ავრცელებს.
სიახლეები
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
- ,,ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას” – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- ,,წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია"- მეუფე ანდრია