ამ გვერდის ამობედვა

“ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის - არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან და ახლა ცდილობენ, კაზინოებისა და ბარების დაცვის თანამშრომლებიც დაიმატონ” - ირაკლი ნადირაძე

ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის - არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან და ახლა ცდილობენ, კაზინოებისა და ბარების დაცვის თანამშრომლებიც დაიმატონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.

ნადირაძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ კარგად იცის, რომ „4 ოქტომბერს, ჯერ რომ არ ყოფილა იმდენი ხალხი გამოვა ქუჩაში“.

 

„არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან, ვერ იმატებენ საჭირო რაოდენობის ადამიანებს დაცვის პოლიციიდან თუ სხვა სამთავრობო ძალოვანი უწყებებიდან და ახლა მიადგნენ კაზინოებისა და ბარ-რესტორნების კერძო დაცვის სამსახურებს და თანამშრომლებს, რომ იქნებ "კარგი" ანაზღაურების სანაცვლოდ ხალხი დაიმატონ 4 ოქტომბრისთვის ფაქტია, ძალიან ეშინიათ ქოცებს... ე.წ. ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის, რომ 4 ოქტომბერს, ჯერ რომ არ ყოფილა იმდენი ხალხი გამოვა ქუჩაში და გამოვა მშვიდობიანად, სამოქმედოდ და გამარჯვებისთვის!”,- წერს ნადირაძე.

წაკითხვა 74 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 26 2025

სიახლეები