ამ გვერდის ამობედვა

მქონდა საუბარი მეუფეებთან და საპატრიარქოსთან - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას სასულიერო პირებთან სავარაუდო ჩანაწერების საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან პირობა დადო, რომ გამოძიება ფარდას ახდის ყველაფერს.

 

„რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი მეუფეებთან და საპატრიარქოსთან, დავაფიქსირე ჩემი წუხილი, ჩემი პოზიცია, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ბინძური კამპანია შეჩერდეს. რა თქმა უნდა, მედიის როლი ამ პროცესში არის მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რომ ძალიან მალე ფარდა აეხადოს მთელ ამ სიბინძურეს და გაირკვეს სიმართლე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ფაილები, რომელშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების, პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმოწერისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა გაშიფრული, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში, ერთ-ერთ პორტალზე გამოჩნდა, თუმცა დღეს აღარ იძებნება. ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდო ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

 

განცხადება გაავრცელა სახელმქიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.

წაკითხვა 344 ჯერ