ამ გვერდის ამობედვა

"ოცნება" განაცდა, მინდა პრემიერის ნაცვლად ბოდიში მოვუხადო ყველა პოლიციელს"

"მოქმედი პრემიერის ნაცვლად მინდა ყველა პოლიციელს, რომელიც იდგა სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავდა, ბოდიში მოვუხადო", - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკას, რომელიც 20 ივნისის ღამეს ეხებოდა. 

გიორგი გახარიამ ისიც თქვა, რომ "ოცნება" განაცდა. 

 

"ინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო, და ვუთხრა მათ, რომ ჩვენ მაშინაც ვიცავდით სახელმწიფოს და დღესაც გავაგრძელებთ სახელმწიფოს დაცვას. 

 

იმიტომ, რომ იქ იმდენი ღირსეული ადამიანი იყო, რომლებმაც თავისი ჯანმრთელობა შეწირეს. არავის აღარ ახსოვს დღეს დაზარალებული პოლიციელები. მე ერთი კომენტარი მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ "ოცნება" განაცდა. მეტი არაფერი არ არის ეს. ოცნება, რომ ქართული არ არის, ეს უკვე მივხვდი, მაგრამ ნაცური გახდა ეს ოცნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

წაკითხვა 683 ჯერ