ამ გვერდის ამობედვა

მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი - იულია ტიმოშენკო

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მიმართვა გაავრცელა. მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უპირობო უფლება აქვს, საკუთარ სამშობლოში თავისუფალი იყოს. 

"მინდა, გამოვხატო ჩემი გულწრფელი და ღრმა მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. 2005 წელს პრემიერმინისტრის რანგში პირველი ვიზიტი, სწორედ საქართველოში განვახორციელე. ჩვენთან სულით ყველაზე ახლო, ძმურ სახელმწიფოში. ჩვენ ყველა ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პირველ რეფორმებს და გულწრფელად ვგულშემატკივრობდით ვარდების რევოლუციას და მის წარმატებას, შემდეგ კი წავედით მსგავსი რევოლუციური გზით.

 

მე და მიხეილს განსხვავებული პოზიციები გვქონია. ბევრგზის გვიკამათია, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანურია. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ ის გულწრფელად გულშემატკივრობს ძლიერ და დემოკრატიულ უკრაინას. მას უსაზღვროდ უყვარს და იბრძვის, ძლიერი, დემოკრატიული, თავისუფალი და მყარად ფეხზე მდგომი საქართველოსთვის და ეს მისთვის უმთავრესია.მე თავად გავიარე პოლიტიკური რეპრესიები და კარგად ვიცი, რას ნიშნავს პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნა. ამას არასოდეს, არავის ვუსურვებ. უსამართლოა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა პოლიტიკური ბრძოლისა და შეხედულებების გამო. სწორედ ამის გამო, მიმაჩნია, რომ მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში და სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას თავისი მშობლიური საქართველო.

 

ძვირფასო მიშა, მე ისე, როგორც არავინ, კარგად ვიცი, პატიმრობაში ყოფნისას, შიმშილობა, თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატად, ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე მოქცეულიყავი. მაგრამ ამავე დროს, მინდა უმორჩილესად გთხოვო, შეწყვიტო შიმშილობა, შენ შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი სჭირდები.

 

ასევე მივმართავ მის მხარდამჭერებს, მიმართონ თხოვნით, თავის ლიდერს, შეწყვიტოს შიმშილობა, ეს უმნიშვნელოვანესია მისი სიცოცხლისა და თქვენი საერთო ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მიშა შეხვედრამდე, შეხვედრამდე თავისუფლებაზე", - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

წაკითხვა 304 ჯერ