August 14, 2022

''სამუშაო ჯგუფი უნდა შეჯერდეს იმაზე, თუ რა არის ოლიგარქის ცნება''

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი ადამიანი, „რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მის მედიასაშუალებებთან“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე საუბრისას განუცხადა, კანონის შინაარსი სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა დაზუსტდეს. ასევე, კობახიძე არ გამორიცხავს, რომ უკრაინული კანონიც შეიძლება გამოიყენონ.

 

„კანონი უნდა დაზუსტდეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ჩვენ წარმოვადგინეთ გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებელ სუბიექტებს, ანუ კონკრეტულ ფორმატში იქნება განხილული ეს თემა. დეტალები უნდა დაზუსტდეს სამუშაო ფორმატში ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, მათ შორის, ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინული კანონიც შეიძლება გამოვიყენოთ ამისთვის. სამუშაო ჯგუფი უნდა შეჯერდეს იმაზე, თუ რა არის ოლიგარქის ცნება, ვინ არის ოლიგარქი და ვის მიესადაგება საქართველოში ეს ცნება. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ოლიგარქის ცნება არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს ერთი მარტივი მიზეზის გამო. კლასიკური დეფინიციით, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული სოლიდური თანხა და ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში ან ფლობს გავლენას მედიაზე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არც პოლიტიკაშია ჩართული, არც მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში. არცერთი ფაქტი არ არსებობს ამ კუთხით. შესაბამისად, ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მის მედიასაშუალებებთან. ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი“, - განაცხადა კობახიძემ.

წაკითხვა 37 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.