ამ გვერდის ამობედვა

''არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მე ვარ ყველას მერი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეულად ვემსახურო ქალაქს''

არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ჩვენ ვართ ყველას მერია, ყველას მთავრობა, მე გახლავართ ყველას მერი და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ამ ქალაქს და ღირსეულად ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ მოსახლეობას გამგეობების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და აღნიშნა, რომ თითქმის ყველა გამგეობას ბიუჯეტის შესრულების მაღალი მაჩვენებლები აქვს, თუმცა, „გზების ნაწილში არის გარკვეული ჩამორჩენები“.

 

„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია გამგეობების მუშაობის თვალსაზრისით,გზების და კეთილმოწყობის თვალსაზრისით როგორია საბიუჯეტო შესრულება. მინდა გითხრათ, რომ 99-100%-ით არის შესრულებები, რაც ძალიან კარგია. არის გამგეობები, რომელსაც სჭირდება უფრო მეტის გაკეთება, რადგან გზების ნაწილში არის გარკვეული ჩამორჩენები, თუმცა, პრობლემას არ წარმოადგენს ეს იმ თვალსაზრისით, რომ უნდა ამოვწიოთ ეს ყველაფერი, სადაც არის შეფერხებები უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. სხვა ყველა მიმართულებით გაქვს შესანიშნავი მდგომარეობა, 99-100%-იანი შესრულებებია კეთილმოწყობის ნაწილში ფაქტობრივად ყველა გამგეობის მხრიდან. ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული ჩვენი თბილისელების წინაშე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ღირსეულად, მაღალი კვალიფიკაციით. ეს ყველაფერი გამგეობების თითოეულ თანამშრომელზეა დამოკიდებული, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს ამ მიმართულებით, რომ სადმე რამე გამორჩენა არ იყოს, სადმე რამე არ დავაკლოთ. თუ გამგეობებს აქვთ გარკვეული პრობლემები, არსებობს მუნიციპალური, საქალაქო სამსახურები და მზად ვართ, ყველანაირად გვერდით დაგიდგეთ, დაგეხმაროთ იმისთვის, რომ რამე პრობლემები არ იყოს. ჩვენ ღირსეულად უნდა შევასრულოთ დაპირება და ღირსეულად ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ჩვენ ვართ ყველას მერია, ყველას მთავრობა, მე გახლავართ ყველას მერი და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ამ ქალაქს და ღირსეულად ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად“, - განაცხადა კალაძემ.

წაკითხვა 218 ჯერ

სიახლეები