ამ გვერდის ამობედვა

"რუსებმა ბუჩაში 1 400-ზე მეტი უკრაინელი მოკლეს, ჩვენ მათ არასოდეს ვაპატიებთ"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის 1 400-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს. 

მისივე თქმით, მოკლულთა შორის 37 ბავშვი იყო. 

 

„ბუჩა. ოკუპაციის 33 დღე. 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, აქედან 37 ბავშვი. 175-ზე მეტი ადამიანი იპოვეს მასობრივ საფლავებში და წამების კამერებში. ბუჩა ოკუპანტი ქვეყნის არმიის სისასტიკის სიმბოლოა. ჩვენ მათ არასოდეს ვაპატიებთ, ჩვენ ყველა დამნაშავეს დავსჯით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

წაკითხვა 159 ჯერ