ამ გვერდის ამობედვა

საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი სამჯერ გაიზარდა - არღვევს თუ არა ჩვენი ქვეყანა სანქციებს

საქართველომ სამჯერ გაზარდა ავტომობილების ექსპორტი რუსეთში. გარდა ამისა, სომხეთში,ყირგიზეთსა და ყაზახეთში მიწოდება რამდენჯერმე გაიზარდა, მაგრამ იქ ექსპორტირებული მანქანები მაინც რუსეთში ხვდება, აცხადებენ ანალიტიკოსები რუსულ კომერსანტთან ინტერვიუში.

2023 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში 13,5 მილიონი დოლარის ღირებულების 978 ავტომობილი გავიდა. ერთი წლით ადრე, იმავე პერიოდში მხოლოდ 209 იყო გატანილი.



შესამჩნევად მაღალია საქართველოდან ექსპორტის მოცულობა ЕАЭС-ის სხვა ქვეყნებში: წლის პირველ ორ თვეში ყაზახეთში 51,5 მლნ დოლარის ღირებულების 2,6 ათასი ავტომობილი გაიგზავნა 2022 წლის დასაწყისის 935-ტნ შედარებით, ყირგიზეთში - 1,3 ათასი 43,2 მლნ. (წინა წელს 423). ლიდერია ომხეთი რომელიც ყველაზე პოპულარულ საექსპორტო მიმართულებად იქცა: იქ 2,8 ათასი ავტომობილი გაიტანეს.



საქართველო, რომელიც მანქანებს თავად არ აწარმოებს, რუსეთში „სანქცირებული“ მანქანების გაგზავნის სატრანზიტო პუნქტად იქცა წერს გამოცემა. იანვარ-თებერვალში საქართველომ 8,2 ათასი ავტომობილი აშშ-დან, 1,3 ათასი კი გერმანიიდან მიიღო.



საქართველოდან სხვა ქვეყნებში რეექსპორტმა ათწლიან მაქსიმუმს მიაღწია: აღნიშნულ პერიოდში 236,8 მილიონი დოლარის ღირებულების 13,5 ათასი ავტომობილი გავიდა საზღვარგარეთ. შედარებისთვის, 2019 წელს ექსპორტის მოცულობამ 9,7 ათასი ავტომობილი იყო და  59,8 მილიონ დოლარ შეადგენდა.



ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ რუსეთში იგზავნება 50 ათას ევროზე ნაკლები ღირებულების ავტომობილი, ისინი კი არ ექვემდებარებიან ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციებს. სომხეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში აქტიური ექსპორტი ასევე განპირობებულია რუსეთის სანქცირებული მდგომარეობით, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველო არ არღვევს დასავლეთის სანქციებს, რადგან უცხოური ავტომობილები გადის მესამე შუამავალ ქვეყანაში.

წაკითხვა 304 ჯერ