,,ეს თავად პრეზიდენტ სააკაშვილს არსად დაუწერია - პოლიტიკური ჭორაობა არასდროს ყოფილა ჩემი სფერო"- თინა ბოკუჩავა
ეს თავად პრეზიდენტ სააკაშვილს არსად დაუწერია, - ასე უპასუხა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ კითხვას, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შეთავაზებას ეხებოდა.
წამყვანის ჩაკითხვაზე, არ სჯერა რომ მართლა შესთავაზა სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს პარტიის თავმჯდომარეობა, ბოკუჩავა პასუხობს, რომ არასდროს ერთვება ასეთი ტიპის დისკუსიებში.
„მჯერა-არ მჯერა არ არის, აქ არის „პოსტი“, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, რომლითაც იხელმძღვანელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. პოლიტიკური ჭორაობა არასდროს ყოფილა ჩემი სფერო და ინტერესი“, - პასუხობს ბოკუჩავა.
ბოკუჩავას თქმით, ხელმძღვანელობს საჯარო პოზიციით, რომელიც სააკაშვილს აქვს და სხვა რამის გამოქვეყნების სურვილი რომ ჰქონოდა, ამასაც დაწერდა.
„მე კი წავიკითხე ის საჯარო პოსტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა. ყველაზე მართებული იქნება, რომ ამ ეტაპზე ვიხელმძღვანელოთ იმ საჯარო პოზიციით, რომელიც პრეზიდენტმა გამოაქვეყნა. რამე სხვა რამის გამოქვეყნება, რომ ნდომებოდა ამას გააკეთებდა“,- განაცხადა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფორმულასთან“ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კარგი თავმჯდომარე ჰყავს.
სიახლეები
- ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ
- ,,საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოს განვითარებას"-გურამ მაჭარაშვილი
- ირანში აშშ-ის ბოლო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
- რუსეთმა საკუთარი ვერტმფრენი ჩამოაგდო – ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
