"თუ ვინმე იმსახურებს სამეულიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ეს საქართველოა"
ის, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პოპულისტური ნაბიჯია. ეს არის რეგიონში არასტაბილურობის მიზანმიმართული წაქეზება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, მაქსიმ ღვინჯიამ „სპუტნიკ-აფხაზიას“ პრესცენტრში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს ეს გადაწყვეტილება „არ უნდა იყოს ღრმად განხილული, ისევე როგორც საქართველოს გადაწყვეტილება, უარი თქვას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე.“
ღვინჯიამ საქართველოსა და უკრაინაში გატარებული რეფორმები ერთმანეთს შეადარა და განაცხადა, რომ თუკი ამ სამეულიდან ვინმე იმსახურებს სტატუსს, ეს საქართველოა.
„ამ ქვეყანაში განხორციელებული შიდა გარდაქმნებისა და რეფორმების უკრაინასა და მოლდოვასთან შედარება შეუძლებელია. თუმცა, უკრაინის სასარგებლოდ კენჭისყრისას, ევროკომისიამ აღნიშნა "წინსვლა დემოკრატიის ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაში", მიუხედავად უკრაინის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი არა. ჩემი აზრით, თუ ვინმე იმსახურებს ამ სამეულიდან სტატუსს, ეს საქართველოა. აშკარაა, რომ მას ეს სტატუსი არ ენიჭება უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ფონზე. ეს აიხსნება იმით, რომ საქართველომ არ დააწესა ანტირუსული სანქციები. უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსი თავისთავად არაფერს იძლევა, ეს არის მხოლოდ რიგის ნომერი ფანჯარასთან, რომელიც შეიძლება რიგის მოსვლამდე დაიხუროს“, -აღნიშნა ღვინჯიამ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა