ამ გვერდის ამობედვა

ტრაგედია "სამხრეთ ოსეთში"- ბინაში გაზის აფეთქებას 2 ბავშვი ემსხვერპლა, 3 დაშავებული თბილისში გადმოიყვანეს

ცხინ­ვალ­ში ხან­ძრის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი სამი ადა­მი­ა­ნი, ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. ამის შე­სა­ხებ ოსუ­რი მე­დია წერს, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, და­შა­ვე­ბუ­ლი სამი მო­ქა­ლა­ქის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და "წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის" დახ­მა­რე­ბით ისი­ნი სამ­ხრეთ ოსე­თის ფარ­გლებს გა­რეთ არი­ან ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი.

გუ­შინ დი­ლით, ცხინ­ვალ­ში მდე­ბა­რე, შან­ხა­ის მიკ­რო­რა­ი­ონ­ში, ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში, გა­ზის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად გა­ჩე­ნილ ხან­ძარს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ემსხვერ­პლა, 19, 41 და 70 წლის ქა­ლე­ბი კი მძი­მედ და­შავ­დნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად, ისი­ნი ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბა მა­ლე­ვე დამ­ძიმ­და და თბი­ლის­ში წა­მო­იყ­ვა­ნეს.

 

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ად­გილ­ზე ექ­ვსი სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა მუ­შა­ობ­და, სახ­ლი მთლი­ა­ნად და­იწ­ვა. შინ მყო­ფი ორი­ვე ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც აფეთ­ქე­ბის დროს ასე­ვე შინ იმ­ყო­ფე­ბო­და, შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა...

 

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვებ­საც შე­ე­ხოთ, თა­ვა­დაც ზა­რალ­დე­ბი­ან, რად­გან რე­გი­ონ­ში ძი­რი­თა­დად, და­ბა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი და ყვე­ლა­ნა­ი­რი მოხ­მა­რე­ბის სა­ქო­ნე­ლი შე­მო­აქვთ.

 

"სან­ქცი­ე­ბი ასო­ბით იუ­რი­დი­ულ და ფი­ზი­კურ პირს შე­ე­ხო, მათ შო­რის აფხა­ზე­ბი და ოსე­ბი მოხ­ვდნენ, რომ­ლე­ბიც დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკის არ­ჩევ­ნებს აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა აფხა­ზე­თის ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე თა­მაზ გო­გია, დე­პუ­ტა­ტე­ბი ალ­მას­ხან არ­ძინ­ბა და ოლეგ არ­შბა. ცხინ­ვალ­ში, სან­ქცი­ე­ბი შე­ე­ხო სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს იგორ კო­ზა­ევ­სა და პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატს იგორ ჩო­ჩი­ევს" - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

 

მა­თი­ვე თქმით, სან­ქცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი უკვე აი­სა­ხა რე­გი­ონ­ზე, რად­გან ცხინ­ვალ­ში ყვე­ლა­ფე­რი რუ­სე­თი­დან შე­მო­დი­ო­და, ახლა კი, მას შემ­დეგ, რაც რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი იზო­ლა­ცი­ა­შია, შე­ი­ზღუ­დნენ ის ოსე­ბიც, რო­მელ­თაც პრო­დუქ­ტი, თუ სხვა სა­ხის სა­ქო­ნე­ლი რე­გი­ონ­ში შე­მოჰ­ქონ­დათ, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფრო გაძ­ვირ­და. სან­ქცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­იბ­ლო­კა იმ რუსი თუ სხვა ეროვ­ნე­ბის ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მელ­თაც ამა თუ იმ ბიზ­ნეს­ზე მო­ნო­პო­ლია ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი.

 

"ეს იქ­ნე­ბა საკ­ვე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი თუ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი... სპე­ცო­პე­რა­ცი­აა თუ ომი, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ომის დრო­საც გვჭირ­დე­ბა ჭამა, მკურ­ნა­ლო­ბა და გათ­ბო­ბა, მით უფრო, ზამ­თა­რი მო­დის. აქ ძი­რი­თა­დად, გა­ზი­თა და შე­შით ვთბე­ბით, რად­გან ელექტრო­ე­ნერ­გია ძვი­რია. არ ვიცი, იმ სახ­ლში რა მოხ­და, დიდი იმე­დი არ მაქვს, რომ ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, მაგ­რამ ადრე გა­სათ­ბობ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გარ­კვე­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გვქონ­და, ახლა ასე არ არის... ისე­თი რა­მე­ე­ბი შე­მო­ყა­რეს, არა­ვინ იცის წარ­მო­მავ­ლო­ბა, გა­მოც­დი­ლია თუ არა, სად არის აწყო­ბილ-წარ­მო­ე­ბუ­ლი... ამას ემა­ტე­ბა, და­მონ­ტა­ჟე­ბა. მთე­ლი ზამ­თა­რი წინ გვაქვს და გა­მო­დის, ნაღ­მზე უნდა ვის­ხდეთ" - წერს ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რი­ვი ამი­ნა ჯი­ო­ე­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

 

"ხალ­ხი ან ძვე­ლის შე­კე­თე­ბას ცდი­ლობს, ან ირა­ნუ­ლი და­ბა­ლი ხა­რის­ხის გა­მათ­ბო­ბელს ყი­დუ­ლობს. ცალ­კე თე­მაა ხე­ლო­სა­ნი, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­და, მო­ი­მა­ტა მომ­სა­ხუ­რე­ბის ფას­მაც. ტო­ტა­ლუ­რი გაძ­ვი­რე­ბის ფონ­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, თა­ვად და­ა­მონ­ტა­ჟონ გა­მათ­ბო­ბე­ლი. თუ ერთი-ორ­ჯერ უნა­ხავთ, სხვას­თან რო­გორ კეთ­დე­ბა, თავს უკვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად თვლი­ან, მა­გის გა­კე­თე­ბას რა უნ­დაო. თან ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­რან­ტი­ის გა­რე­შე მუ­შა­ო­ბენ... მხო­ლოდ ეს კი არა, ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­და ან გაქ­რა. რუ­სე­თი დი­დია და იქ დე­ფი­ცი­ტი არ იგ­რძნო­ბა, აქ კი, თუ რა­ღაც ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ ვი­პო­ვეთ, ძა­ლი­ან ცუდი ზამ­თა­რი და უა­რე­სი გა­ზა­ფხუ­ლი გვე­ლო­დე­ბა" - მი­აჩ­ნია ირმა თან­დი­ე­ვას.

წაკითხვა 262 ჯერ