რატომ აუქმებს აზერბაიჯანი სომხეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს
აზერბაიჯანს არ სურს, რომ საფრანგეთი მონაწილეობას იღებდეს სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში და 7 დეკემბერს, ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან დაგეგმილ ოთხმხრივ შეხვედრას აუქმებს.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
ალიევის თქმით, მაკრონი “თავს დაესხა” და “შეურაცხყოფა მიაყენა” ბაქოს და შუამავლის როლში არ უნდა გამოდიოდეს. ალიევის აზრით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის ჩაშლას ცდილობს, როდესაც მოითხოვს საფრანგეთის შუამავლობას.
“მაკრონი… თავს დაესხა აზერბაიჯანს და დაგვაბრალა ის, რაც არ გაგვიკეთებია”, - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, საფრანგეთმა “ანტიაზერბაიჯანული პოზიცია” დაიკავა და „შეურაცხყოფას აყენებს” ბაქოს.
“ნათელია, რომ ასეთ გარემოებებში, ასეთი დამოკიდებულებით საფრანგეთს არ შეუძლია იყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი პროცესის ნაწილი”, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნა მიღწეული, ხოლო წინა თვეს პრაღაში ორი ქვეყანა საზრვარზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებაზე შეთანხმდა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"