"ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, რომელიც დევნილებისთვის 7 000 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობას ითვალისწინებს"
ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, რომელიც დევნილებისთვის 7 000 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, წელსვე ამ მიზნით 50 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.
„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილებისთვის ბინების მშენებლობა. 7 000 ბინაზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და წელსვე ამ მიზნით გამოვყოფთ 50 მილიონ ლარზე მეტს“, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა