ამ გვერდის ამობედვა

საპროტესტო აქციები პარიზსა და რამდენიმე ქალაქში გაიმართა

პარიზის ქუჩებში საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე დამტკიცების გასაპროტესტებლად ისევ ათასობით ადამიანი გავიდა.

აქცია ამჯერად სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ნაწილმა სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთი დაუშინეს და მანქანები გადაწვეს, პოლიციამ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა აქციის ათობით მონაწილე დააკავეს.

საპროტესტო აქციები პარიზსა და რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილი სპეციალური უფლებამოსილება გამოიყენა, რომლითაც სადავო კანონი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღეს. ახალი, სადავო კანონის მიხედვით, მინიმალური საპენსიო ასაკი საფრანგეთში 62-დან 64 წლამდე გაიზრდება.

წაკითხვა 213 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 19 2023