"შოკისმომგვრელია, რომ ბრიუსელში აპელაციის გარეშე ცდილობენ პასუხისმგებლობა რუსეთზე გადმოიტანონ" - ზახაროვა გინტურის მკვლელობაზე
ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში რუსეთის დადანაშაულება პოლიტიზირებულია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი პოლიტიზირებული და ყალბი შეფასებებით ხელმძღვანელობს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთს სდებს ბრალს.
“გაკვირვებული ვართ ევროკავშირის ამ პოზიციით, იქ ყურადღებას არ აქცევენ აშკარა ფაქტებსა და ოსური მხარის ფართო განმარტებებს. ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელში აპელაციის გარეშე ცდილობენ მომხდარისთვის პასუხისმგებლობა რუსეთზე გადმოიტანონ. ეს პოლიტიზირებული, ცალმხრივი, შეფასებები ყალბია. ეს ყველაფერი ევროკავშირის ღია მიკერძოებულობასა და ანგაჟირებულობაზე მეტყველებს”, - განაცხადა ზახაროვამ.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"