ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის "კანონპროექტს" ხელი მოაწერა
ასლან ბჟანიას ხელმოწერით ე.წ. კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის რატიფიკაციის შესახებ“ ძალაში შევიდა.
"კანონი" ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და საზღვაო ტერიტორიების მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს. ასევე, დოკუმენტში მითითებული იმ შენობებისა და ნაგებობის გადაცემას, რომლებიც მომავალში აშენდება. მესამე პირებზე ობიექტების გადაცემის აკრძალვა ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაშიც მოქმედებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული "კანონის" თანახმად, რომელიმე მხარის ან მხარეების მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა რუსულ-აფხაზური ხელშეკრულების შეწყვეტას, დენონსაციასა და ობიექტების აფხაზეთის საკუთრებაში დაბრუნებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, დღეს დილით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"