ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად 492 ადამიანი, მათ შორის 35 ბავშვი- ლიბანის ჯანდაცვის უწყება
ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 492-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით დაღუპულებს შორის 35 ბავშვი და 58 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1 645 -ს აღწევს.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის, ფირას აბიადმა განაცხადა, რომ ავიაიერიშების გამო ათასობით ოჯახმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში დაჯგუფების 1 300 ობიექტს დაარტყეს. ამასთან, მათივე ცნობით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.
მსოფლიო ლიდერები მხარეებს თავშეკავებისა და ყოვლისმომცველი ომის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებენ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს