ცესკოს წევრობას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დავით კირთაძე ვეღარ შეძლებს
დავით კირთაძეს, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, ცესკოს დატოვება მოუწევს.
ის ცესკოს წევრობას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვეღარ შეძლებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო – სასამართლომ გიორგი კალანდარიშვილის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დააკმაყოფილა და კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა. კირთაძის დაჯარიმება საარჩევნო კოდექსის 91-ე პრიმა მუხლის საფუძველზე მოხდა, რომლის მიხედვით, კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისთვის სასამართლო პირს 500 ლარის ოდენობით აჯარიმებს.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო