სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი ჟურნალისტ გურამ როგავას
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავას აქციაზე ძალადობის გამო სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი.
ამის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა განუცხადა ჟურნალისტებს -,,მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა. ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“, - ამბობს ექიმი.
გურამ როგავაზე გვიან ღამით სამართალდამცავებმა აქციის დაშლის დროს იძალადეს.
ბოლო მონაცემებით, 28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევის დროს 20-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის:
- ფიზიკურად იძალადეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტებზე დავით ქორიძესა და სალომე ჩადუნელზე. ასევე ოპერატორ ზუკა ხიდაშელზე. თავისუფლების კიდევ ერთ ჟურნალისტს, დავით ცაგარელს ჩაარტყეს მუცელში ხელი და მიწაზე დაგდების შემდეგ - წიხლი;
- „ნეტგაზეთის“ ცნობით, დაშავდა მათი ჟურნალისტი, გივი ავალიანი - მას წიწაკის სპრეი შეასხეს პოლიციელებმა;
- „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს და დაკავებისას სცემეს - „ვუმეორებდი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, მაგრამ ამან პირიქით იმოქმედა“, - ამბობს ის;
- OC Media-ს რეპორტიორსა და ფოტოჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის დახმარება დასჭირდა; მისი თქმით, მას წყლის ჭავლი პირდაპირ მოხვდა, მიწაზე დავარდა და კამერა დაუზიანდა;
- „პუბლიკის“ ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილს გააგდებინეს ტელეფონი, რომელზეც ფეხით შედგნენ; მას ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. ამავე გამოცემის კიდევ ერთ ჟურნალისტსა და ფოტორეპორტიორს, ალქესანდრე ქეშელაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს;
- JAMnews-ის ფოტორეპორტიორ იულია კალაბანოს სახეში შეასხეს სპრეი;
- „მედიაჩეკერის“ ცნობით, პოლიციამ „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს, ფოტოჟურნალისტ გიორგი გოგუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყანა - პოლიციელები გოგუას ფეხებს ურტყამდნენ;
- „TV პირველის“ ცნობით, დაშავდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი ანა მდივანი - მას სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის შემდეგაც სპაზმური შეტევა ჰქონდა. სპრეი გამოიყენეს ოპერატორ ნიკო კოკაიას მიმართაც. ამავე არხის ჟურნალისტ ნატა ქაჯაიასა და ოპერატორ დავით ბიჭიკაშვილს მუშაობის დროს წყლის ჭავლი მიუშვირეს. წყლის ჭავლით დაშავდა ოპერატორი გიორგი შეწირული;
- დაზიანდა პირველი არხის ოპერატორი დავით ბეჟანიშვილი;
- ონლაინგამოცემა „ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტ ირაკლი მანაგაძეს სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;
- დაშავდნენ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი;
- „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტ ნინო წვერავას ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებილი სამართალდამცავებმა მუშაობის შესაძლებლობა არ მისცეს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 ოქტომბრისთვის
- “შევახსენებ მამა დოროთეს, რომ პატრიარქმა არჩევნებში მონაწილეობაც მიიღო და გამარჯვებაც მიულოცა პარტიას, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
- “თუ სურვილი აქვთ, რომ რაღაც ფორმით დაიმკვიდრონ თავი ქართულ პარლამენტში, ერთადერთი, რაც მათ მოეთხოვებათ არის ის, რომ რეალურად იყვნენ ოპოზიცია და არა ვიღაცის დაქირავებული აგენტები” - ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე
- “„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო 10 დღეში, დამოუკიდებელი მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
- “უპასუხისმგებლო 16-17 წლის ახალგაზრდების სისასტიკეს შეეწირა კეთილშობილი გიგას სიცოცხლე”- ვეკუას სკოლა