შსს-ს ცნობით, დაკავებულია 28-29 ნოემბრის აქციის 43 მონაწილე
თბილისში დაკავებულია საქართველოს პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის 43 მონაწილე.
შსს-ს მიერ დღეს, 29 ნოემბერს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეს პირები დაკავებული არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაც. 353-ე პრიმა მუხლი ეხება პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, ხოლო 187-ე მუხლის მეორე ნაწილი - სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით, არაერთგზის და ჯგუფურად.
შსს-ს ინფორმაციით, „აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად“ დაშავდა შსს-ს 32 თანამშრომელი, რომელთა ნაწილს თავის, თვალის და სხეულის მძიმე დაზიანება აქვს და 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
„ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან მესამე დღეს.
28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.
აქციის დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს. დაშავებული დემონსტრანტების და მედიის წარმომადგენლების ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
სიახლეები
- “თქვენ სიმსივნიან პაციენტებს გუშინდელი გამოხტომით განაჩენი გამოუტანეთ – არ მიკვირს, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა ონკოპაციენტებზე დახარჯულ ფულს წყალში გადაყრილი უწოდა, ბოროტები და საშიშები ხართ” - ნინო ნადირაძე აქტივისტებს
- “CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქოცური“ პარანოიული გაორების პარალელურად ნამდვილი ქართველი ხალხის ჯანსაღ ეროვნულ და პროევროპულ აზრს” - გრიგოლ გეგელია
- ხრაშუნა ყველის ბურთები
- “არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია” - კახა კალაძე
- “მაიკლ ჯექსონი ცოცხალი რომ იყოს, მათი ჩართულობით „თრილერს“ თავიდან გადაიღებდა” - კახა კალაძე გუშინდელ აქციაზე