საქართველოს 8 მოქალაქე „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით დააკავეს
საქართველოს რვა მოქალაქე „მესაზღვრეებმა“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დასახლებულ პუნქტ აძესარში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
ამის შესახებ ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ს ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განუცხადა.
„სოფელ აძესარის ეკლესიასთან დაკავებულია რვა ადამიანი, რომლებიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებულთა პირად ნივთებში აღმოჩენილია მცენარეული წარმოშობის ნარკოტიკული ნივთიერება“, - განაცხადა ჯიოევმა.
სააგენტოს ინფორმაციით, „რესპუბლიკის“ შესაბამისი ორგანოების მიერ მიმდინარეობს კანონის ფარგლებში, დაკავებულთა ვინაობის დადგენა.
ჯიოევისა განცხადებით, დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისი თქმით, შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება დაკავებულთა მიმართ შემდგომი ზომების შესახებ.
სიახლეები
- შოკისმომგვრელი ადგილები დედამიწაზე, რომლის არსებობაც დაუჯერებელია - ვიდეო
- „ძლიერმა საქართველომ“ სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა
- "ვიდრე ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, „ოცნება“ ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, მთავარია, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ჩვენს შვილებს მომავალს ართმევენ" - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 სექტემბრისთვის
- “2 მილიონი მოსაწვევი შეკვეთილია, მინიმუმ 200 ათასი მოვა” - ოპოზიციის ტიტანური გეგმები და მათი ხორცშესხმის ალბათობა