აფხაზეთის ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა
ფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 28 წელი გავიდა.
საომარი მოქმედებები რეგიონში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ.
ომის ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები.
27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, როდესაც ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.
ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა