ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი კლინიკაში გარდაიცვალა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი, გოდერძი აფრასიძე კლინიკაში გარდაიცვალა.
გოდერძი აფრასიძე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის გარდაცვალების გამო და ოჯახს, ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
13 ივნისს, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც ის თბილისში სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
სიახლეები
- "რკინის ლედი" - ზოდიაქოს 6 ყველაზე გავლენიანი და მბრძანებელი ქალი
- პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება
- "კრემლი დაბნეულია, ტრამპი რუსეთთან ორმაგ თამაშს თამაშობს" - The Times
- "საქართველო შესულია უმძიმეს გეოპოლიტიკურ ჩიხში" - მიხეილ სააკაშვილი
- "ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს" - გია ვოლსკი