"მოსამართლე ჩახნაშვილი ცნობილია მონური მორჩილებით" - საძაგლიშვილი
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, ცნობილია საკუთარი მონური მორჩილებით ხელისუფლების მიმართ, რა დავალებაც არის გაცემული ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
საძაგლიშვილის თქმით, ნინო ჩახნაშვილი თვითონ არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაახმოვანებს.
"სამწუხაროდ დღევანდელ სასამართლო სისტემაში, უმცირესობას წარმოადგენენ ის მოსამართლეები, რომლებიც არ ექვემდებარებიან პოლიტიკურ მითითებებს და არ არიან კლანის წევრები. ცხადია ასეთ მოსამართლეებთან არ ხვდება პოლიტიკური საქმეები, რაც შეეხება კონკრეტულად ნინო ჩახნაშვილს, ეს არის მოსამართლე, რომელიც ცნობილია საკუთარი მონური მორჩილებით ხელისუფლების მიმართ. ის იყო, მოსამართლე გიორგი რურუას საქმეზე და მან მიიღო გადაწყვეტილება მისი პატიმრობაში დატოვების თაობაზე. ნინო ჩახნაშვილი ბუნებრივია არ მიიღებს თავად არანაირ გადაწყვეტილებას და უბრალოდ მოსამართლის მანტიაში ჩაცმული პირი გაახმოვანებს ხელისუფლების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას. რა დავალებაც არის გაცემული ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ნინო ჩახნაშვილის მხრიდან", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
სიახლეები
- პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს
- ბოდბელი ეპისკოპოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
- “მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?” - გიორგი ხაინდრავა
- სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტთან სროლა ტერაქტად შეაფასა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ოქტომბრისთვის