ცემით მოკლული მძღოლის საქმეზე სოფლის რწმუნებულის ცოლი დააკავეს
ლენტეხში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელბს. მას სამართალდამცველებისთვის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
ტელეკომპანიის ცნობით ასევე დაკავებულია მოკლული კაცის მასწპინძელი. უშუალოდ ცემაში მონაწილე პირებს კი პოლიცია ეძებს.
სოფელ ჩიხარეშში შემთხვევა ხუთ ივნისს მოხდა. ცემის შედეგად 47 წლის კაცი გარდაიცვალა. ის ზესტაფონი-ლენტეხის სამარშურუტო ხაზზე მუშაობდა. ცემაში სავარაუდოდ ოთხი პირი ფიგურირებს. ჩხუბის მიზეზად რამდენიმე ვერსია გავრცელდა, მათ შორის ფულის გამოძალვა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა