არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
რსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მთელი დღის განმავლობაში მთაწმინდის ფერდზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. შსს-ში ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ავსტრალიელი ქალის გაუჩინარების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ავსტრალიელი შანაე ბრუკი ინგლისურის მასწავლებელია და საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა.