ამ გვერდის ამობედვა

ვინ არიან კვარაცხელიას საქმეში ეჭვმიტანილები

ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბ­ბუ­ლი პი­რე­ბი 21 წლის აკო (ალე­კო) ჭე­ლი­ძე და 22 წლის გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე არი­ან.

AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აკო ჭე­ლი­ძე გარ­დაბ­ნის საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი წევ­რის ჯე­ი­რან ჭე­ლი­ძის შვი­ლია. ორი­ვე მათ­გან­ზე შსს-ს ძებ­ნა აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. რო­გორც შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ 10-ზე მეტი გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვემ კი ტე­რი­ტო­რია თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად ნა­ქი­რა­ვე­ბი მან­ქა­ნით და­ტო­ვა.

 

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 2021 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნეს.

 

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ჭ. და 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.კ., 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.კ.-ს მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვით, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებ­დნენ.

 

კერ­ძოდ, მიმ­დი­ნა­რე წლის 15 სექ­ტემ­ბერს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ნა­ქი­რა­ვე­ბი ავ­ტო­მან­ქა­ნით თბი­ლის­ში, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მი­ვიდ­ნენ და ნ.კ.-ს ჩა­უ­საფ­რდნენ. საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, ასე­ვე დად­გინ­და, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მი­მართ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 10-ზე მეტი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გ.კ.-სთან ერ­თად, ნა­ქი­რა­ვე­ბი ავ­ტო­მან­ქა­ნით მი­ი­მა­ლა.

 

სხე­ულ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ნ.კ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

 

ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის და მათი და­კა­ვე­ბის მიზ­ნით ტარ­დე­ბა კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

 

ცნო­ბის­თვის, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვე­რა­ზე, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე და­ესხნენ თავს. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

 

ნიკა კვა­რა­ცხე­ლია "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", გია კვა­რა­ცხე­ლი­ას შვი­ლია, თუმ­ცა ბიჭს კრი­მი­ნალ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ის უნი­ჭი­ე­რე­სი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, არის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.. ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ნათ­ლე­ბა საფ­რან­გე­თის სა­უ­კე­თე­სო ბიზ­ნეს სკო­ლა­ში – SKEMA Business School-ში მი­ი­ღო.

 

22 წლის ახალ­გაზ­რდას სამ­შა­ბათს, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ.

წაკითხვა 470 ჯერ

სიახლეები