ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე პოლიციამ 32 წლის მამაკაცი დააკავა
ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე პოლიციამ 32 წლის მამაკაცი დააკავა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულმა ერთ-ერთ აფთიაქში იარაღის მუქარით ფარმაცევტებს 300 ლარამდე თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.თ. ქუთაისში დააკავეს. მას ბრალად ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება ედება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 იანვარს, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში პისტოლეტის მუქარით ფარმაცევტებს დაახლოებით 300 ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღური გზით დაუფლებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"