თელავში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, ზაზა ბიბილაშვილი და ზურა ხომერიკი დააკავეს
"ჭავჭავაძის ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი და პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ზურა ხომერიკი თელავში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს. ორივე დაკავებული პოლიციის თელავის სამმართველოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბიბილაშვილი და ხომერიკი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.
ზაზა ბიბილაშვილი და ზურა ხომერიკი, სხვა თანამოაზრეებთან ერთად თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ. უკრაინის მხარდამჭერი აქციები თბილისსა და რეგიონებში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში რუსულ აგრესიასა აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მესამე დღეა, რაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში საომარ მოქმედებებს ატარებენ. 24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"