"სააკაშვილი არ იღებს მისთვის მიწოდებულ არანაირ ფსიქოლოგიურ დახმარებას"
მე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაციას ვერ გავცემ, ვაკეთებ ფაქტის კონსტატაციას, რომ ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი, - ამის შესახებ ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა თენგიზ წულაძემ სახალხო დამცველის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა და სამედიცინო კონსულტაციები უტარდება.
,,მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შესაძლებელია, მაგრამ არსებულ გარემოში არის ძალიან რთული განსახორციელებელი. პაციენტი არ იღებს მისთვის მიწოდებულ არანაირ ფსიქოლოგიურ დახმარებას. მე საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაციას ვერ გავცემ, ვაკეთებ ფაქტის კონსტატაციას, რომ ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი, როგორ უნდა დარეგულირდეს და გადაწყდეს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, ჩემი აზრით, პირველ რიგში გარემოს შეცვლაა საჭირო.
მიხეილ სააკაშვილს ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა და სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ ეს გარემო საკმარისი არაა იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეირო-ფსიქოლოგიური და ფსიქიკური რეაბილიტაცია. ვერ ხდება შეთანხმება პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის. ის უარს ამბობს ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც მოსდევს ცილოვანი შიმშილი“, - აღნიშნა თენგიზ წულაძემ.
სიახლეები
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია