ბორჯომში ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა დაიღუპა და სამი დაშავდა.
შემთხვევა „მწვანე მონასტრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან მოხდა. ახალგაზრდები ე.წ. ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა.
თვითმხილველების თქმით მაღალი სიჩქარით მომავალი ორი მანქანის შეჯახების შემდეგ ერთი მდინარეში გადავარდა. მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი დახვდა, სამი კი დაშავებული.
ერთი მათგანი მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალშია” გადაყვანილი. დაშავებულთაგან ერთი გოგონა და ორი ბიჭია.
ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტლის“ ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ განაცხადა, რომ კლინიკაში ერთი პაციენტია შეყვანილი.
“დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემოიყვანეს დაშავებული გოგონა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უტარდება კვლევები” – აღნიშნა დიასამიძემ.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება