''თუ რუსეთი გააგრძელებს დრონების დაკარგვას ამჟამინდელი ტემპით, მათი დაზვერვის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუარესდება'' - ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთ-უკრაინის ომში უპილოტო საფრენი აპარატები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ორივე მხარისთვის, თუმცა მათ დანაკარგების მაღალი მაჩვენებელი განიცადეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთი ცდილობს სირიაში გამოყენებული „დაზვერვითი დარტყმის“ კონცეფციის განხორციელებას - დრონებს საბრძოლო თვითმფრინავების ან არტილერიის დარტყმის სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის იყენებს.
“რუსეთი, სავარაუდოდ, განიცდის შესაბამისი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს ამ ამოცანის შესრულებისთვის, რაც გააუარესა სანქციების შედეგად გამოწვეულმა შიდა წარმოების შესაძლებლობების შეზღუდვამ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, პილოტირებული რუსული თვითმფრინავები ძირითადად თავს არიდებენ მისიებს უკრაინის საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებისგან მოსალოდნელი საფრთხის გამო.
„თუ რუსეთი გააგრძელებს დრონების დაკარგვას ამჟამინდელი ტემპით, რუსული ძალების დაზვერვისა და რეკოგნოსცირების შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუარსდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია