ბათუმში რუსეთის მოქალაქე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ბათუმში ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომელს ხელი დაარტყა და უკრაინის დროშა ჩამოხია, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. შემთხვევა 19 მაისს მოხდა.
საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა. მან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს პატივისცემისკენ მოუწოდა.
სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომლი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ყვება, რომ 19 მაისს მათ ოფისში მომსახურების მიზნით რუსეთის მოქალაქეები მივიდნენ, ოფისში გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხიეს და თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ რუსეთის მოქალაქეებს მიუთითეს კერძო საკუთრებაში იყვნენ და სხვის ქონებას აზიანებდნენ, რის შემდეგაც რუსეთის მოქალაქე სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომელს ხელით შეეხო. მომხდარის გამო, სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომლებმა სამართალდამცავები გამოიძახეს.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია