შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, 2 მილიონ-ნახევარ ლარამდე ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკების განადგურების პროცესს სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ესწრებოდნენ.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 2 მილიონ-ნახევარ ლარს შეადგენს:
2553 აბი „სუბუტექსი"; 2627,87 გრ "კოკაინი"; 1368 გრამი "ჰეროინი"; 94 გრ. "მეტადონი"; 53,065 კგ „მარიხუანა“; 753 კგ. „კანაფი“; „ამფეტამინის" შემცველი 352 აბი; 67 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება; 1050 ცალი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფირფიტის ნაჭრები. „პრეგაბალინის" შემცველი 1144 კაფსულა.
სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები მაღალტემპერატურულ ღუმელში, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით გაანადგურეს.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია