ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
საქართველოს პროკურატურამ, სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, 28 ივლისს ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც გამოძიების ცნობით, ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მირიან კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა