ამ გვერდის ამობედვა

"სააკაშვილი არ მიიღებს ადეკვატურ მკურნალობას და რეაბილიტაციას, მოსალოდნელია დამძიმება"

ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი არ მიიღებს ადეკვატურ მკურნალობას, მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, უნარშეზღუდულობამდე მისვლა, ან ლეტალური გამოსავალი.

როგორც ჯიშკარიანი განმარტავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი „მთელი ცხოვრება დანამატებზე ვერ იქნება“.

 

„თუ იგი არ მიიღებს ადეკვატურ მკურნალობას და რეაბილიტაციას სტრესისგან თავისუფალ შესაბამის გარემოში, მოსალოდნელია დამძიმება, უნარშეზღუდულობამდე მისვლა, ან ლეტალური გამოსავალი. მთელი ცხოვრება დანამატებზე და პატიმრობაში ვერ იქნება. მას სჭირდება ადეკვატურ პირობებში მკურნალობა და რეაბილიტაცია“,- აღნიშნავს ჯიშკარიანი „მთავარ არხთან

წაკითხვა 250 ჯერ