"საქართველოს ბანკში" თავდასხმაზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიებას ტერორიზმის მუხლით იწყებს. უწყება მოქალაქეებს და მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების წესები.
შსს-ის ინფორმაციით, შენობაში 12 ადამიანია მძევლად აყვანილი.
"ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა... სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის", - აცხადებს შსს.
გამოძიება დაწყებულია:
- მუხლი 144 - მძევლად ხელში ჩაგდება;
- მუხლი 236 - საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება;
- მუხლი 323 - ტერორისტული აქტი;
- მუხლი 329 - მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით.
სოციალურ ქსელში ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" მყოფი ერთ-ერთი მძევლის ვიდეო ვრცელდება. კადრებში ისმის სავარაუდო თავდამსხმელის ხმაც, რომელიც მძევალს კარნახობს საკუთარ მოთხოვნებს, მათ შორის თანხას და სავარაუდო დროს.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბანკში შესულ თავდამსხმელს სახე შენიღბული აქვს, თუმცა გარკვევით ისმის მისი ხმა.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა